2014-15 სასწავლო წლის წარმატებული მასწავლებელი

 
2014-15 სასწავლო  წლის წარმატებული მასწავლებელი
2014 წლის 29 დეკემბერს თბილისის მასწავლებელთა სახლში მასწავლებელთა მეორე ეროვნული კონფერენციის "საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში" გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა. საზეიმო ცერემონიალი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გახსნეს.

კონკურსი მიმდინარე წლის ზაფხულზე გამოცხადდა. შემოსული 500-ზე მეტი განაცხადიდან 208 საუკეთესო თემა შეირჩა. პირველ და მეორე ეტაპზე, რეგიონულ კონფერენციებში, მონაწილეობას იღებდნენ ის პედაგოგები, რომელთა ნაშრომმა საკონკურსო კომისიის უმაღლესი შეფასება მიიღო. კონფერენციის გამარჯვებული 50 მასწავლებელი კი ფარული კენჭისყრის შედეგად თავად კოლეგებმა გამოავლინეს. მათ შორის იყო სსიპ ქალაქ ქუთაისის #31 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი მაია სინაურიძე.

2015 წლის 16 მაისს ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით ჩაატარა ყოველწლიურ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენცია. სადაც მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა მაია სინაურიძემ.კონფერენციის თემა :  სამოქალაქო და სოციალური კომპეტენციის განვითარება


POLITICAL SCIENCEPOLITICAL SCIENCEPOLITICAL

31 ოქტ 2016

POLITICAL SCIENCEPOLITICAL SCIENCEPOLITICAL

28 ოქტ 2016

ღვაწლმოსილი პედაგოგის გაცილება

POLITICAL SCIENCEPOLITICAL SCIENCEPOLITICAL

03 ოქტ 2016

თვითმმართველობის არჩევნები

POLITICAL SCIENCEPOLITICAL SCIENCEPOLITICAL

15 სექ 2016

2016 - 2017 სასწავლო წელი