სსიპ ქალაქ ქუთაისის №31 საჯარო სკოლის IV კლასი ჩართული იყო „eTwinning“- ის 25 პროექტში.

სსიპ ქალაქ ქუთაისის №31 საჯარო სკოლის IV კლასი (მასწავლებელი მადონა დოღონაძე) ჩართულია „eTwinning"- ის 25 პროექტში. ამ პროექტებში მონაწილეობის  მიზანი უცხოელ თანატოლებთან თანამშრომლობა და მათთან ერთად აქტივობებში მონაწილეობის მიღებაა. ყველა პროექტს თავისი კონკრეტული მიზნი აქვს. ამათგან ერთ-ერთმა პროექტმა „My Alien friend" გაიმარჯვა და ევროპის მასშტაბით საუკეთესო 15 პროექტში მოხვდა. პროექტის მონაწილეები: IV  კლასის მასწავლებელი მადონა დოღონაძე სამ მოსწავლესთან ერთად მიიწვიეს დასაჯილდოებლად ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, სადაც  5 დღე იმყოფებოდნენ ( 5-9 მაისი).  ვიზიტის ფარგლებში მასწავლებელმა და მოსწავლეებმა უამრავ საინტერესო და სახალისო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. დაათვალიერეს ქალაქის ღირშესანიშნაობები.  ბოლოს კი გამარჯვებულების გრანდიოზული დაჯილდოება მოეწყო, რომელიც ევროპის მასშტაბით პირდაპირ ეთერში გავიდა. მასწავლებელი და მოსწავლეები დაააჯილდოვეს სერტიფიკატებითა და ოქროს მედლებით. მედლები კლასის ყველა მოსწავლეს ჩამოუტანეს. მედლები და სერტიფიკატი გადაეცა ასევე სკოლას.
    ეს ვიზიტი უდიდესი სტიმული იყო მასწავლებლისა და მოსწავლეებისათვის, რისთვისაც  მადლობას ვუხდით „eTwinning"- ის წარმომადგენლობას ევროპაში და პროექტის ფასილიტატორებს Riccardo Riccer- სა და  Elena Larisa Toma -ს. 

POLITICAL SCIENCEPOLITICAL SCIENCEPOLITICAL

31 ოქტ 2016

POLITICAL SCIENCEPOLITICAL SCIENCEPOLITICAL

28 ოქტ 2016

ღვაწლმოსილი პედაგოგის გაცილება

POLITICAL SCIENCEPOLITICAL SCIENCEPOLITICAL

03 ოქტ 2016

თვითმმართველობის არჩევნები

POLITICAL SCIENCEPOLITICAL SCIENCEPOLITICAL

15 სექ 2016

2016 - 2017 სასწავლო წელი